ბათუმის ახალი სტადიონი პირველ მატჩს უმასპინძლებს

ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩს "დინამო თბილისის" წინააღმდეგ ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს.

თბილისურ გრანდს, ბათუმის "დინამო" სექტემბერში დაუპირისპირდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ რიცხვში ჩატარდება აღნიშნული თამაში.

შეგახსენებთ რომ აქამდე ბათუმური კლუბი, ეროვნული ლიგის საშინაო მატჩებს, ანგისის ბაზაზე ატარებდა.