ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" 1:0 სძლია

ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" ბათუმი არენაზე უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეროვნული ლიგის მე-12 ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე მაყურებელთან ერთად გაიმართა. 

დინამო ბათუმმა 25 ქულა დააგროვა, საქართველოს ჩემპიონსაც ამდენივე ქულა აქვს.

12 მაისს დინამო ბათუმი სამტრედიას ესტუმრება, ხოლო დინამო თბილისი - საბურთალოს შეხვდება.