ბათუმში, ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება

საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ, ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა 40 და ქალთა 32 გუნდი იასპარეზებს, ამათგან საქართველოდან მამაკაცთა 2 და ქალთა სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში ბათუმელი სპორტსმენია. პირველ ნაკრებში სალომე მელია, მეორეში კი – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე იასპარეზებენ.