ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა - PHOTO

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.

სამუშაო პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ,,ხორუმის" მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება.

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.