ბექა ბურჯანაძის 10 ქულა და 11 მოხსნა

„გრან კანარია“ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „სარაგოსას“ ესტუმრა. არაგონელებმა ბექა ბურჯანაძის გუნდი 88:71 დაამარცხეს. 

ბურჯანაძემ 20 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მის გუნდში ყველაზე მეტი, 13 ქულა იტალიელ ამადეო დელა ვალეს ჰქონდა. 

„გრან კანარიას“ უახლოესი მატჩი ევროთასზე 30 სექტემბერს ელის. მისი მეტოქე ბერძნული „პრომითეასი“ იქნება.