ბელგიაში ქართველი ფეხბურთელი ავარიაში მოყვა

2 აგვისტოს, ღამით, "ზულტე ვარეგემის" ფეხბურთელი - ქართველი ლუკა ზარანდია ავარიაში მოყვა. აღნიშნული შემთხვევა კლუბმაც დაადასტურა.

წყაროთა ცნობით, ლუკას თანაგუნდელი, მექსიკელი ომარ გოვეა საჭესთან ნასვამი იჯდა და ავტო-საგზაო შემთხვევის მიზეზიც ეს გახდა, თუმცა კლუბის განცხადებაში წერია, რომ სანამ პოლიციიდან ოფიციალურ წერილს არ მიიღებენ, იქამდე ფეხბურთელთა მიმართ ზომებს არ გაატარებენ.

საბედნიეროდ, ზარანდიას სერიოზული ტრავმები არ მიუღია. თანაგუნდელს კი თვალის არეში აქვს მცირედი დაზიანებები. მეორე ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.