"ბენდელას“ სტადიონზე საერთაშორისო ტურნირი იწყება

„ბენდელას“ სტადიონზე საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომლის ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „საბურთალოა“.

გახსნით მატჩში ერთმანეთს „ვალენსია“ და დონეცკის „შახტარი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

ახალი ტურნირი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში 2008 წელს დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებენ. მთავარი პრიზისთვის 7 ქვეყნის 8 გუნდი იბრძოლებს:

ესპანური „ვალენსია“, უკრაინული დონეცკის „შახტარი“, თურქული „ტრაბზონსპორი“, „ბარსას აკადემიას“ არაბული ფილიალი, ყაზახური აქტაუს „კასპიი“, უზბეკური „ბუნიოდკორი“ და „საბურთალოს“ აკადემიის ორი გუნდი.