ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ითამაშებენ

 ზაფხულში, საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორჯერ ითამაშებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტესტ-მატჩები სამხრეთ აფრიკაში  3 და 10 ივლისს გაიმართება. 

17 ივლისს კი საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს.

ამ სამ შეხვედრამდე, ბორჯღალოსნებს რაგბი- ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა 26 ივნისს ელით ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან.