"ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორდოში გამართულ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 15:41 .

"ბორჯღალოსნების" ისტორიაში ეს საფრანგეთთან მეორე შეხვდერა იყო. ბორდოში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.