"ბორჯღალოსნები" "სამფეროვან მამლებს"დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 2020 წლის შემოდგომის ტესტების ეგიდით, 20 ნოემბერს სენტ-ეტიენში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს მორაგბეთა კავშირი ავრცელებს.

მსოფლიოს რაგბის რეიტინგში საფრანგეთის ნაკრები მეშვიდე ადგილზეა. საქართველო კი მეთოთხმეტეზე. ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 2007 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში შეხვდნენ. მარსელში გამართული მატჩი ფრანგების გამარჯვებით 64:7 დასრულდა.