"ბორჯღალოსნების" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი გაწვრთნის. 59 წლის დე ბრუინი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბს ედგა სათავეში. გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმაც დაადასტურა.