ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ რაგბის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართეს.

საქართველოს ნაკრებიდან ლელო შალვა მამუკაშვილმა (დუბლი) და აკა ტაბუცაძემ დადეს. საბოლოო ანგარიში 23:10 დაფიქსირდა. 

ბორჯღალოსნებს წინ ორი საშინაო მატჩი ელოდებათ. 22 თებერვალს, აია არენაზე, ქუთაისში ბელგიასთან შეხვედრა გაიმართება. ხოლო, 14 მმარტს, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, მიხეილ მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან.