ბრაზილიის კლუბის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ Chapecoense-ის პრეზიდენტი პაულო მაგრო 59 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირების დღიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.

პაულო მაგრო 2019 წლიდან Chapecoense-ის პრეზიდენტია.