ბუფონი "პარმაში" გადავიდა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსი" დატოვა და „პარმასთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ჯიჯიმ კარიერა პარმაში დაიწყო. ბუფონი „პარმას“ კარს 1995-2001 წლებში იცავდა. ლეგენდარული იტალიელი მეკარე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პარმადან იუვენტუსში 2001 წელს, 52,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.