ბულგარეთში მეხმა ფეხბურთის მწვრთნელი მოკლა

ფეხბურთის თამაშის დროს ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს მეხი დაეცა. ინციდენტი "ლესიჩოვოსა" და "ჩერნოგოროვოს" შორის ამხანაგური მატჩის დროს მოხდა.

სტუმრების გუნდის მწვრთნელი, 41 წლის ივან რანჩევი ადგილზე გარდაიცვალა.

ტალღამ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაარტყა, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.