ჭადრაკის ფედერაციამ ონლაინ ტურნირი მოაწყო

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ელვისებურ ჭადრაკში ონლაინ ტურნირი მოაწყო. პორტალ chess.com-ზე მოწყობილი შეჯიბრი, საერთაშორისო დიდოსტატის, დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

გორელმა მოჭადრაკემ 9-დან 8,5 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: საერთაშორისო დიდოსტატი მერი არაბიძე და ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი.

ასპარეზობა 142 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და, როგორც ჭადრაკის ფედერაციაში აცხადებენ, საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ.