ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთის გუნდს სძლია

საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა პოლონეთის გუნდი! ინფორმაციას ეროვნული საჭადრაკო ფედერაცია ავრცელებს. 

ამხანაგური შეხვედრა 2 დღეს მიმდინარეობდა სწრაფ ჭადრაკში, შემდეგი რეგლამენტით: 10 წუთი მთელ პარტიაზე, პირველივე სვლიდან 10 წამის დამატებით.

ორი დღის განამავლობაში 12 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით: 37,5 – 28,5 გაიმარჯვეს!

ხვალ, ამხანაგური მატჩი ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრით გაგრძელდება!

საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:

1. ნანა ძაგნიძე (2524)
2. ლელა ჯავახიშვილი (2473)
3. ნინო ბაციაშვილი (2460)
4. მერი არაბიძე (2437)
5. სალომე მელია (2371)
6. სოფიკო ხუხაშვილი (2334)

პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:

1. მონიკა სოჩკო (2421)
2. კარინა სიფკა (2415)
3. იოლანტა ზავადკა (2399)
4. ივეტა რახლიჩი (2394)
5. კლაუდია კულონი (2347)
6. იულია ანტოლაკი (2313)
7. ალისია სლივიჩკა (2311)