"ჩელსიმ" გერმანელ ვუნდერკიდთან კონტრაქტი შეათანხმა

ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი კაი ჰავერცი მზად არის "ჩელსიში" გადავიდეს. ამი შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

21 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბს, 5 წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ხელფასის სახით ჰავერცი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს. 

ამჟამად არისტოკრატები  გერმანულ მხარესთან სატრანსფერო ღირებულებას ათანხმებენ. თავის მხრივ, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, "ბაიერის" ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მოსთხოვა.