"ჩელსის" ლეგენდა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისის ნაკრებისა მეკარე და ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა, პიტერ ბონეტი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით ვეტერანი სპორტსმენი 78 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი კი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ცნობილ კიპერს, ფენომენალური რეაქციის გამო "კატასაც" კი უწოდებდნენ. ბონეტიმ ლონდონური კლუბის მაისურით 795 მატჩი ჩაატარა.