ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო" მეორე მატჩს ხორვატიაში გამართავს

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი დღეს, 9 ნოემბერს 21:55 საათზე ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს გამართავს. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება და დინამოელებს „იადრანი“ უმასპინძლებს. 

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრას თბილისის „ოლიმპიკის“ აუზში 19 ნოემბერს გამართავს – ესპანეთის „ბარსელონეტას“ უმასპინძლებს.