ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2020/2021 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა.

უეფას მიერ დადგენილ ერთმატჩიან დუელში "დინამო თბილისს" წინააღმდეგობას ალბანეთის ჩემპიონი "ტირანა" გაუწევს. შეხვედრა 18 ან 19 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე შედგება