ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალი პორტუგალიის ქალაქ პორტუში გაიმართება, – ამის შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა, ანჯელო მანჯანტემ დაწერა. ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც 29 მაისს უნდა გაიმართოს, ინფორმაციით, უეფა-მ ვერ შეძლო ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკება კორონავირუსზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. უეფა-ს სურდა ფინალს VIP-პერსონები დასწრებოდნენ.