ჩვენ თქვენით ვამაყობთ - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.

„ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია! მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ, ჩვენ თქვენით ვამაყობთ“, - წერს კახა კუჭავა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.