დღეს ბაქოს "ნეფთჩისა" და თბილისის "დინამოს" განმეორებითი მატჩი გაიმართება

დღეს, „ბაქსელ არენაზე“, ბაქოს "ნეფთჩისა" და "დინამო თბილისის" განმეორებითი მატჩი გაიმართება. 

"დინამო თბილისი“ ბაქოში გუშინ ჩაფრინდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელიც „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის თბილისში გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.