"დიდი 10"-ის გამარჯვებული რაგბიში "აია" გახდა

საქართველოს თასზე "დიდი 10-ის" გამარჯვებული რაგბიში "აია" გახდა. 

ქუთაისური გუნდი "ბათუმს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 16:13 გაიმარჯვა. 

იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიზემ რაგბის ჩემპიონებს ტიტული მიულოცა და წარმატება უსურვა. 

"ვულოცავ ჩვენს ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას. მათ ბოლომდე იბრძოლეს გამარჯვებისთვის და სასურველი შედეგი დადეს.

სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს თასი რჩება იმ ქალაქში, რომელსაც რაგბის დიდი ისტორია და წარმატებები უკავშირდება. პირველი სარაგბო კლუბი ქუთაისში 55 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის აღწევს წარმატებებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ", - დაწერა ზვიად შალამბერიძემ Facebook-ზე.