დიეგო მარადონამ გაურკვეველი ნივთიერება მიიღო - VIDEO

არგენტინაში დიეგო მარადონა ახალ სკანდალში გაეხვა. სუპერლიგის მე-20 ტურის ფარგლებში, "როსარიო სენტრალი" "ჰიმნასია და ესგრიმას" ხვდებოდა. სტუმრების მწვრთნელის ერთ-ერთმა ასისტენტმა დიეგოს პაკეტით ფხვნილი მიუტანა. სათადარიგოთა სკამზე მჯდარი სამწვრთნელო შტაბის წევრები სწრაფად წამოხტნენ და დიეგო მარადონას გადაეფარნენ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დიდი ალბათობით დიეგო მარადონამ ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო.