"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო კლუბებს შორის ითამაშებს

ევროპის საწყალოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ყველაზე პრესტიჟულ წყალბურთის ტურნირში 16-ის მაგივრად 12 გუნდი ითამაშებს. 

 „დინამო თბილისი“ კი იმ გუნდთა შორისაა, რომლებმაც ე.წ. „ველური ბარათი“ მიიღეს. საუკეთესო ქართულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე: „ფერენცვაროში“, „პრო რეკო“, „ბარსელონეტა“, „ვასპო-ჰანოვერი“, „იადრან ჰერცეგ ნოვი“, „დუბროვნიკი“, „მარსელი“, „ოლიმპიაკოსი“ და „სპანდაუ 04 ბერლინი“ ითამაშებენ. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 11-12 ნოემბერს დაიწყება. ფინალურ სერიას კი, რვა გუნდის მონაწილეობით ჰანოვერი, 2021 წლის 4-6 ივნისს უმასპინძლებს.