დირკ კუიტი ცნობილ ჰოლანდიურ კლუბს გაწვრთნის

„ფუტბოლ პრიმერის“ ინფორმაციით, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დირკ კუიტი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას 2021-22 წლების სეზონიდან შეუდგება. მანამდე 39 წლის კუიტი ახალგაზრდულ გუნდს უთავკაცებს. ამით ის გამოცდილებას დააგროვებს. შეგახსენებთ რომ ამჟამად როდერდამულ გუნდს ლეგენდარული დიკ ადვოკაატი წვრთნის.