ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონიაში მიმდინარე ოსაკას გრანდ სლემზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა ბექა ღვინიშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა უზბეკ მეტოქეს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია.

დღეს კიდევ ორმა ქართველმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზეს, თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.