ძიუდოში თელ-ავივის დიდი სლემი დაიწყო

დღეს, ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ძიუდოს დიდი სლემი იწყება. 

ტურნირში საქართველოდან 13 მამაკაცი და 3 ქალი იასპარეზებს. მათ შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგის მესამე ადგილოსანი 100+ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

ტურნირში მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანიც, საიდანაც 12 მამაკაცი და 3 ქალი იასპარეზებს. პირველ დღეს 7 აზერბაიჯანელი გავა ტატამზე. 

დიდი სლემი 20 თებერვალს დასრულდება.