ეკატერინე გორგოძემ დუბაიში ტურნირის წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე დუბაიში გამართულ ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. 

მან მეწყვილესთან, ინდოელ ანტიტა რაინასთან ერთად მოწინააღმდეგე წყვილი ანგარიშით 6:4 3:6 10:6 დაამარცხა. 

ტურნირი 7-დან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მისი საპრიზო ფონდი $100 000 იყო.