ელენე ილურიძე აშშ-ის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე მეორე ქართველია, რომელიც ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს.

ელენე ილურიძეს კონტრაქტი NCAA-ის მეორე დივიზიონის გუნდმა – Tyler Patriots-მა გაუფორმა.

ცნობისთვის, ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნატალია ოთხმეზური თამაშობს.