ელ კლასიკო 18 დეკემბერს გაიმართება

ბარსელონაში მიმდინარე არეულობის გამო ელ კლასიკო 18 დეკემბერისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი 26 ოქტომბერი იყო, თუმცა ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დაძაბულობის გამო, რეგლამენტში ცვლილებები შეიტანეს.  თავდაპირველად, ფედერაციამ კლუბებს მატჩების მადრიდში გამართვა შესთავაზა, რასაც საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" არ დათანხმდა. 

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რეგიონში, განსაკუთრებით კი ბარსელონაში, მასობრივი მღელვარება მოჰყვა.