ერ-რიადში მარადონას ხსოვნის მატჩს ჩაატარებენ

 „ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩს ჩაატარებენ. შეხვედრა 2021 წლის 14 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

გამარჯვებული მარადონას სახელობის თასის მფლობელი გახდება.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნიემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.