ეროვნული ლიგის მატჩები 12 სექტემბერს გაიმართება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდა. შესაბამისად, გადაიდო ტურის მატჩებიც, რომელიც 14 და 15 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შეხვედრები 14-15 აგვისტოს ნაცვლად ერთ დღეს, 12 სექტემბერს გაიმართება.