ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტს ტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ სლოვაკმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,მომდევნო ორი თამაშის შემდეგ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ. ბოდიშს გიხდით", - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ისტორიულ მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 

მოგების შემთხვევაში ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა.

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2016 წლის მარტში დაინიშნა.