ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს

დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. საქართველოს გუნდი უზბეკეთის ნაკრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. 

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.