ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის მატჩს დინამო არენაზე - პრემიერი

„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

28 მარტს საქართველო ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე გულშემატკივართა 30%-ს დასწრება შეეძლება.