"ეს იყო საუკეთესო საბა" - რას წერს თურქული გამოცემა საბა ლობჟანიძეზე

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში წარმატებული თამაში ჩაატარა.

მე-12 ტურში ერთმანეთს დედაქალაქური ანკარაგუჯუ და ქონიასფორი დაუპირისპირდა. ანგარიში 4-3 დასრულდა. ანკარაგუჯუს გამარჯვებაში კი დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. 

შეხვედრაში საბა ლობჟანიძემ ერთი გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება და პენალტის მოპოვება შეძლო. 

"ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავმა თამაშმა ანკარაგუჯუს პირველი 3 ქულა განაპირობა მიმდინარე სეზონში. ეს იყო საუკეთესო საბა თურქეთში გადმოსვლის დღის შემდეგ. მე-16 წუთზე გატანილი გოლის დროს 25 წლის ნახევარმცველმა საუკეთესოდ გამოიყენა თავისი პლუსი - სისწრაფე. 78-ე წუთზეც ქართველი მთავარი მონაწილე იყო საგოლე კომბინაციაში და გამარჯვების გოლიც ლობჟანიძის მოპოვებული პენალტით გავიდა", - წერს თურქული გამოცემა trthaber.