ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ეთერ ლიპარტელიანი პოლონელ იულია კოვალჩუკს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ეთერი ოლიმპიადის მესამე ადგილისთვის მოგვიანებით იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირის ნახევარფინალშია.