ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. 57 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში მან რუსი მეტოქე დაამარცხა. დანა ნაგუჩევა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო.