ეთერ ლიპარტელიანი იაპონელთან დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი პოლონელ იულია კოვალჩუკს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ხოლო შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა იაპონელ იოშდასთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირის ფინალშია.