ეთერ თუთბერიძემ ISU-ის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მოიპოვა

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი, ეთერ თუთბერიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ISU Skating Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებული გახდა. 

2019/20 წლების სეზონებში დიდ წარმატებას მიაღწია თუთბერიძის ორმა მოციგურავემ, მათ ყველა ტურნირში გაიმარჯვეს. 

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გამარჯვებულები ჟიურის 6 წევრმა გამოავლინა. 

წელს ISU-ის დაჯილდოება პირველად გაიმართა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ცერემონია 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადაში, მონრეალში, უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი გაუქმდა, ამიტომ ორგანიზატორებმა გამარჯვებულები ონლაინ ფორმატში გამოავლინეს.