EURO 2020-ის ოფიციალური სიმღერა ცნობილია - VIDEO

ჰოლანდიელმა დიჯეიმ, მარტინ გარიქსმა YouTube–ის არხზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020 წლის ოფიციალური სიმღერა გამოაქვეყნა.

კომპოზიციაზე, რომლის სახელწოდებაა We Are The People, ირლანდიული როკ-ჯგუფ U2-ს წევრები Bono და The Edge მონაწილეობდნენ.

EURO 2020 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 11 ქალაქში ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი ერთი წლით გადაიდო.