ევრობასკეტ 2021-ის მატჩები ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, მედიასთან ევრობასკეტ 2021-ის შესახებ ისაუბრა და ტურნირის მოსამზადებელ სამუშაოები მიმოიხილა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ტურნირი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გურასპაულმა ისიც განცხადა, რომ არენის ტრიბუნები გადაკეთდება და 2500 ადამიანის მაგივრად 10000 მაყურებელს დაიტევს.