ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში აპრილში გაიმართება

22 დეკემბერს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ტექნიკური კომისიის ონლაინსხდომა გაიმართა, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს და შეცვალეს რამოდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ადგილი.

იანვარ-თებერვალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი კი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება.

ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და მას 6-9 მაისს სოფია უმასპინძლებს.