ევროპის სუპერ თასზე "შავი ლომი" ფინალურ ეტაპზე გავიდა

ქართულმა კლუბმა "შავი ლომი" ევროპის რაგბის სუპერ-თასის შესარჩევ ეტაპზე, პენზას "ლოკომოტივს" მოუგო. კლუბები გასვლაზე თამაშობდნენ.

შეხვედრა ქართული კლუბის სასარგებლოდ, ანგარიშით 27-11 დასრულდა.

მომდევნო თამაშს "შავი ლომი" 30 ოქტომბერს "ენისეის" წინააღმდეგ სოჭაში გამართავს.