ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

84 წლის ექს-პრეზიდენტმა კორონავირუსი გადაიტანა.

ბლატერი ფიფა-ს 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სანამ 2015 წლის ივნისში, მის ორგანიზაციაში კორუპციული კრიზისის ფონზე გადადგომის გადაწყვეტილება არ მიიღო.