"ფორმულა 1-ის" ლეგენდა ფრენკ უილიამსი გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ლეგენდა ფრენკ უილიამსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი საავადმყოფოში პარასკევს მოხვდა, დღეს კი, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მან ფორმულა 1-ში პირველი გუნდი ჯერ კიდევ 1969 წელს დააარსა, თუმცა, 1977 წელს კი სანჯინიბო Williams Grand Prix Engineering დააარსა.

უილიამსი 1986 წელს, საფრანგეთში ავტოავარიაში მოხვდა და პარალიზებული დარჩა, მაგრამ აგრძელებდა გუნდის ხელმძღვანელობას.