ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენია

მაქს ვერსტაპენმა "ფორმულა 1"-ის ფინალური რბოლა, აბუ-დაბის გრან-პრი მოიგო. მან მცირეოდენი უპირატესობით აჯობა ლუის ჰამილტონს და მსოლფიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაიმსახურა. 

"რედბულის" ნიდერლანდელი პილოტის პატივსაცემად აბუ-დაბის არენაზე ნარინჯისფერი დროშები ფრიალებს. 

მაქს ვერსტაპენი "ფორმულა 1"-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. ის 1997 წელს დაიბადა და გრან-პრიზე პირველად ავსტრალიაში 2015 წელს გამოჩნდა.